სპორტის არაოლიმპიური სახეობების საუკეთესო ათლეტებმა ჯილდოები მიიღეს

Sputnik

სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია ნამდვილად სანახაობრივი და საზეიმო იყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გაიმართა ღონისძიება, რომელიც ბოლო წლებში ტრადიციად იქცა.

ცერემონიის ორგანიზატორი იყო პირველი და ერთადერთი სპორტული რადიო JAKO FM. ქართველი სპორტული ჟურნალისტები სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში ქვეყნის საუკეთესო ფედერაციებს ავლენდნენ, შემდეგ კი თავად ფედერაციები ასახელებდნენ საუკეთესო სპორტსმენებს.

სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად სთრონგმენი კოტე ჯანაშია დასახელდა. მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ლევან გორგოძე (სუმოს ეროვნული ფედერაცია) და ლევან საღინაშვილი (არმრესლინგის ეროვნული ფედერაცია) გავიდნენ.

1 / 8
სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბური და სანახაობრივი ხდება
2 / 8
სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად სთრონგმენი კოტე ჯანაშია დასახელდა
3 / 8
მეორე და მესამე ადგილები ლევან გორგოძემ (სუმოს ეროვნული ფედერაცია) და ლევან საღინაშვილმა (არმრესლინგის ეროვნული ფედერაცია)
4 / 8
ჯანაშიას ჯილდო სიმბოლურად გადასცა მსოფლიოს და ევროპის სამგზის მოქმედმა ჩემმპიონმა მძიმე ათლეტიკაში, 2018 წლის შვიდი მსოფლიო რეკორდის მფლობელმა და გასული წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ
5 / 8
ჯილდოს ღებულებს ნომინაციაში "2018 წლის საუკეთესო მორაგბე საქართველოში" გამარჯვებული გიორგი შკინინი
6 / 8
სპორტის სფეროში მიღწევებისათვის ჯილდო გადაეცა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძეს
7 / 8
საუკეთესოთა შერჩევის პროცესი იწყებოდა ქართველი სპორტული ჟურნალისტების მიერ სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში ქვეყნის საუკეთესო ფედერაციების გამოვლენით, შემდეგ კი თავად ფედერაციები ასახელებდნენ საუკეთესო სპორტსმენებს
8 / 8
ცერემონია ტორტის საზეიმო ვითარებაში დაჭრით დასრულდა