ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 25 იანვარს

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს უნალექო ამინდი ელოდებათ
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 25 იანვარს უმეტესად თბილ და უნალექო ამინდის პროგნოზირებენ.

მზე 08:19 საათზე ამოვა და 18:06 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +1 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.