საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარების შესყიდვას აგრძელებს

წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე უკვე 70 მილიონი დოლარი შეიძინა.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ორშაბათს შემდგარ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარის მიმართ 2.6618 შეადგინა.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან 5 სავალუტო აუქციონი გამართა, რომლებზეც 70 მლნ დოლარი იყიდა.

ეროვნული ბანკის მიერ სამშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი არის 2,6613 GEL/$1.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.