თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხი წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.