ვითარება გზებზე: უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული

ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა თოვლმა შეაფერხა.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თოვის გამო ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნაქერალას უღელტეხილზე (38-62 კმ მონაკვეთი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. სხვა ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.