სამოთხე საყვარელი მამაკაცის გარეშე: როგორ ისვენებს ქეთა თოფურია ბალიზე

პოპულარული მომღერალი ქალიშვილთან და მეგობრებთან ერთად დასვენებით ტკბება.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ცნობილი მომღერალი ქეთა თოფურია ქალიშვილ ოლივიასთან და მეგობრებთან ერთად ბალიზე ისვენებს და საკუთარ თაყვანისმცემლებს კუნძულ ბალიზე გადაღებული ფოტოებით „აღიზიანებს".

წარმატებულმა მომღერალმა და დიზაინერმა მრავალრიცხოვანი კონცერტების შემდეგ, როგორც იქნა, დიდი ხნის ნანატრი შვებულება მოიწყო.

მასთან ერთად ისვენებენ მისი მეგობრები, მათი შვილები, ასევე ქართველი დიზაინერი ბიჭოლა.

ქეთი სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად აქვეყნებს საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს და საკუთარი მშვენიერი სხეულის დემონსტრირებასაც არ ერიდება. ყოველივე ეს მაშინ, როცა იგი „სასუსნავებზეც" არ ამბობს უარს და სწორსაც აკეთებს – მისი ბევრი ხელმომწერი ხომ მას, პირიქით, ცოტა წონის მომატებას სთხოვს.

როგორც ჩანს, მომღერალი დროს ძალზე მხიარულად ატარებს: ხან ხეზე ცოცავს, ხან აუზის გვერდით ცეკვავს.

რამდენიმე ხელმომწერი კომენტარებში კითხვებს სვამს: როგორ დაცილდა რეპერ გუფის ან „მას საერთოდ როგორ ხვდებოდა".

ყოველივე ეს იმიტომ, რომ გასული წელი ქეთა თოფურიასთვის არცთუ მარტივი გამოდგა. 2018 წელს დასრულდა 39 წლის გუფისა და 32 წლის ქეთას ორწლიანი ურთიერთობა.

ქეთა თოფურია ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელმაც პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოიპოვა. ქეთა 1986 წლის 9 სექტემბერს თბილისში დაიბადა, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.