სისხლიანი მთვარის დაბნელება სხვადასხვა ქვეყანაში

Sputnik

ორშაბათს, 21 იანვარს პლანეტის ყველა ადგილიდან აკვირდებოდნენ იშვიათ ბუნებრივ მოვლენას – მთვარის სრულ დაბნელებას. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტომასალაში შთამბეჭდავი სურათები.

"სისხლიანი მთვარე" სამ საათზე მეტ ხანს იყო ჩვენი პლანეტის თავზე. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელსაც სისხლისა და ნარინჯის ფერები ჰქონდა, დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს იმყოფებოდა. მოვლენის იშვიათობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მოვლენა სამ ასტრონომიულ მოვლენას მოიცავდა: მთვარის სრული დაბნელება, "სისხლიანი მთვარე" და სავსე მთვარე. ასეთი დაბნელება უახლოესი ორი წლის განმავლობაში აღარ იქნება.

 

1 / 14
მთვარის დაბნელება ბუენოს-აირესში ქანდაკების ფონზე
2 / 14
ხალხი ფერდობიდან სავსე მთვარეს აკვირდება, ლისაბონი
3 / 14
მთვარის სრული დაბნელება კალიფორნიაში
4 / 14
მთვარის დაბნელება პეტროზავოდსკში
5 / 14
სავსე მთვარე ანათებს "საზღვაო სიმამაცის" ქანდაკებას, ინგლისი
6 / 14
მთვარე დაბნელების დროს პეტროზავოდსკის თავზე
7 / 14
ქანდაკება სავსე მთვარის ფონზე, ვაშინგტონი
8 / 14
"სისხლიანი მთვარე" ხის ტოტებს შორის, ანტვერპენი
9 / 14
ლოს-ანჯელესის მკვიდრები სავსე მთვარეს აკვირდებიან
10 / 14
მთვარის სრული დაბნელება ნიუ-იორკში
11 / 14
თვითმფრინავი მთვარის ფონზე გერმანიაში
12 / 14
მთვარის დაბნელების ყველა ფაზა აშშ-ში
13 / 14
მთვარის დაბნელება ბრაზილიაში
14 / 14
მთვარის სრული დაბნელება ურუგვაიში, მონტევიდეოს თავზე