მეზობლებმა მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 5 წლის ბიჭი გადაარჩინეს

Sputnik

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, მარშალ ლოსიკის ქუჩაზე მცხოვრებმა მეზობლებმა მეშვიდე სართულიდან გადმოსავარდნად განწირულ ბავშვს დროულად ჰკიდეს თვალი...

2018 წლის ზაფხული იყო, მეზობლებს ბავშვები ეზოში ჰყავდათ გამოყვანილი, როცა მოულოდნელად საიდანღაც პატარა ბიჭუნას ყვირილი და შეშინებული ტირილი შემოესმათ. მაღლა აიხედეს და მეშვიდე სართულის ფანჯარაზე გადმოკიდებული ბავშვი დაინახეს.

აშკარა იყო, რომ ბიჭუნას სიცოცხლე წამებზე იყო დამოკიდებული. განა რამდენ გაუძლებდა კარნიზს ჩაჭიდებული პატარა ხელები?!

მეზობლებმა სასწრაფოდ გაშალეს პლედი და...

დანარჩენი თავად ნახეთ ვიდეოზე, რომელიც მოპირდაპირე კორპუსიდან გადაიღო თვითმხილველმა.