კალაძე: საზოგადოებასთან საუბარი არ მეშლება, არც ზრდილობა მაკლია

თბილისის მერი კახა კალაძე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ მან საზოგადოებასთან ურთიერთობა იცის და არც ზრდილობა აკლია.
Sputnik

„მე საზოგადოებასთან და ადამიანებთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია. თუმცა, რომ გითხრათ,  ვამაყობ-მეთქი ამ განცხადებით, ნამდვილად არ არის ასე. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით. მე ცენზი არ დამირღვევია, ეს ვთქვი ისეთი სიტყვებით, რომელიც ყველასთვის გასაგებია“, - ამბობს კახა კალაძე.

18 იანვარს კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან  ოპოზიციის წევრებს მოუწოდა,  სატელევიზიო ანძასთან ადგილის გაფართოებით ისარგებლონ.