თბილისში საახალწლო დეკორაციების დემონტაჟი დაიწყო

ღამით რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

„თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

თბილისში მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვები ბოთლიყლაპია აპარატი დააზიანეს

ასევე, 23 იანვრიდან 1 თებერვლამდე, თბილისში ღამის საათებში მოძრაობა ეტაპობრივად აიკრძალება ქუჩებზე, სადაც განხორციელდება საახალწლო განათებების დემონტაჟის სამუშაოები, აღნიშნულია განცხადებაში.

მიმდინარე სამუშაოების პარალელურად საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერიამ ორ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, შარშან კი ამ მიზნით სამი მილიონი ლ;არი დაიხარჯა.

თბილისის მორთვა ნოემბერის პირველ რიცხვებში დაიწყო. საახალწლო განათება დამონტაჟებული იყო როგორც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ისე ქალაქის გარეუბნებში.