თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აშშ-ის საზღვაო-სამხედრო ძალების ხომალდი Donald Cook DDG-75 მართვადი სარაკეტო გამანადგურებლით ბათუმის პორტში შემოვიდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე.
გემის ეკიპაჟს, რომელიც 306 წევრისგან შედგება, საზეიმო ვითარებაში აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ესკადრონის ნაღმმზიდი Donald Cook ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ საჩვენებელ წვრთნებში.
„ბათუმის ნავსადგური ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს მასპინძლობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ურთიერთობებს. ასევე განამტკიცებს მშვიდობას შავ ზღვაში და ზოგადად რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომელიც აშშ-ის მხრიდან რეგულარულად ხორციელდება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში ამერიკული ხომალდი 25 იანვრამდე გაჩერდება.
Donald Cook (DDG 75) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი, რომელიც ექსპლუატაციაში 1998 წელს მიიღეს. ხომალდზე ამ ტიპის 56-დან 96-მდე რაკეტაა განთავსებული.