საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

გიორგი ლორიასა და გერმანულ გუნდს შორის დადებული კონტრაქტის ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ კონტრაქტი გააფორმა „მაგდებურგთან", რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამოდის, ნათქვამია გერმანული გუნდის ვებ-გვერდზე.

ქართველ მეკარესა და „მაგდებურგს" შორის კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში, ფინანსური მხარე კი არ საჯაროვდება.

32 წლის ლორია მას შემდეგ არის თავისუფალი აგენტის სტატუსით, რაც გასული წლის სექტემბრიდან სამარის „კრილია სოვეტოვი" დატოვა. თუმცა ფიზიკურად მას სათამაშო პრაქტიკა 2018 წლის გაზაფხულიდან არ ჰქონია, როდესაც ჯერ კიდევ მახაჩკალის „ანჟიში" თამაშობდა.

ლორია თბილისის „დინამოს" აკადემიის კურსდამთავრებულია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლორია 2008 წლიდან ასპარეზობს და ეროვნულ გუნდში 47 მატჩი ჩაატარა.