გარდაიცვალა ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე

ჩხაიძე ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა.

ჩხაიძე ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

ამ დროისთვის ლევან ჩხაიძე ტელეკომპანია  „TV პირველზე" მუშაობდა.