გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აიკრძალა

აკრძალვა ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო ამოქმედდა.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

აკრძალვა ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო ამოქმედდა.

კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ტრანსპორტისთვის გზა გაიხსნა

აკრძალვა უამინდობის გამო 16 იანვარსაც ამოქმედდა, შაბათს მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის გზა გაიხსნა, თუმცა დღეს ამინდი კვლავ გაუარესდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.