ვითარება გზებზე: ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

აკრძალვა უამინდობის გამო მოქმედებდა.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აიკრძალა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.  

აკრძალვა 18 იანვარს უამინდობის გამო ამოქმედდა.