ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ქალს დაზიანება გულმკერდის არეში აღენიშნება
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ქალი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.

თბილისის ცენტრში ავტომობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა.

დაშავებული  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ქალს დაზიანება გულმკერდის არეში აღენიშნება.

 ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.