თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 344-ე მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას გულისხმობს და 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.