ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 21 იანვარს

დედაქალაქში ორშაბათს 7 გრადუსამდე დათბება
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ორშაბათს, 21 იანვარს მზიან უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

ტემპერატურა ღამით მინუს 1 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით მაქსიმუმ +7 გრადუსს მიაღწევს. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:22 საათზე ამოვა და 18:01 საათზე ჩავა.