დაკარგული 12 წლის ბიჭის ცხედარი აფრიკის დასახლებაში, თხრილში იპოვეს

ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მშობლების დასახმარებლად ბავშვი ჯართს ხშირად აგროვებდა.
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. 12 წლის ბავშვის ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ აფრიკის დასახლებაში იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

რაჭაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

გიგა ბაგაშვილის ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან სამ კილომეტრში, აფრიკის დასახლებაში პარასკევს იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მშობლების დასახმარებლად ბავშვი ჯართს ხშირად აგროვებდა. ქაღალდების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.

ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, ასევე ნაპოვნია სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ის აგროვებდა.

ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.