ვინ არის დამნაშავე თბილისში მომხდარ აფეთქებაში? ახალი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

Sputnik

რა შეიძლება გამხდარიყო აფეთქების მიზეზი საცხოვრებელ კორპუსში? – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში აფეთქების შედეგების კადრები.

დიდ დიღომში მრავალსართულიან სახლში აფეთქების მიზეზი შესაძლოა თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლების დაუდევრობა იყოს, რომლებმაც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე შემთხვევის ადგილზე გაზის გაჟონვის კერა ვერ აღმოაჩინეს.

1 / 8
ძლიერი აფეთქება მოხდა ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩების კვეთაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე ოთხშაბათს საღამოს
2 / 8
აფეთქების ძალამ მინები ჩაუმსხვრია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსსაც კი
3 / 8
აფეთქების ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები
4 / 8
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა დაასახელა
5 / 8
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს
6 / 8
მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელი, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და გაზის გაჟონვა ვერ აღმოაჩინა
7 / 8
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ სახლი ჯერ კიდევ არ არის გამზადებული ექსპლუატაციისთვის. შესაძლოა, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ყველა ნორმა არ გაითვალისწინეს
8 / 8
შეიძლება თუ არა იმ კორპუსში ცხოვრება, სადაც აფეთქება მოხდა, ამას ექსპერტიზა დაადგენს