საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქის, 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ათენის ერთ-ერთ კლინიკაში საქართველოს მოქალაქე, 42 წლის მადონა ჩარკვიანი, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა, ნათქვამია ქართული დიასპორის მთავარი საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილისელი მადონა ჩარკვიანი საბერძნეთში ცოტა ხნის წინ გაემგზავრა.

მისი ახლობლების განცხადებით, დაღუპულის ოჯახის წევრები უკვე საბერძნეთში იმყოფებიან.