ილია ელოშვილი: ძალიან დიდი ტალღა იყო გუშინ სოლიდარობის

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დიდ დიღომში გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს.
Sputnik

 

„ჩვენ აღმოვუჩენთ დახმარებას და საცხოვრებელ სახლებს მოვიყვანთ შესაბამისობაში იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იქ ცხოვრება შეძლონ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ტალღა იყო სოლიდარობის გუშინ, სოციალურ ქსელებში, ადამიანები პირდაპირ მოდიოდნენ ადგილზე და მედიკამენტები და საკვები მოჰქონდათ. უღრმესი მადლობა მინდა გამოვუცხადო მათ ასეთი მხარდაჭერისთვის“, – ამბობს ილია ელოშვილი.

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე ოთხშაბათს, საღამოს მოხდა. აფეთქებამ ოთხი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი იმსხვერპლა. დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია. აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.