თბილისში, ვაკეში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

მაღაზიიდან მცირე რაოდენობის თანხა მოიპარეს.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან მცირე რაოდენობის თანხა მოიპარეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მაღაზიაში ქართველი დიზაინერების მიერ შეკერილი ტანსაცმელი იყიდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.