ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაშავდა ერთი ადამიანი

შეჯახების შედეგად სატვირთო ავტომობილი სამანქანო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ე.წ. წყალწითელას ხიდზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად სატვირთო ავტომობილი სამანქანო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. დაშავდა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ქალი.

შსს-ს ინფორმაცით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.