ვითარება საქართველოს გზებზე: გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია

გომბორის უღელტეხილზე აკრძალვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის ვერონა–შუამთის (37-55 კმ) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.