აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში – ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

Sputnik

გუშინ, საღამოს დიდ დიღომში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან.

ძლიერი აფეთქება ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩების კვეთაზე მდებარე ცხრასართულიანი სახლის მეექვსე სართულზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

აფეთქების ტალღამ მინები ჩაამსხვრია შენობის სხვა სართულებზე, ასევე მეზობელ შენობაში, რომელიც სულ ათ ნაბიჯში მდებარეობს. პოლიციამ ორივე კორპუსის მცხოვრებლების სასწრაფო ევაკუაცია მოახდინა.

 

1 / 19
აფეთქება ცხრასართულიანი სახლის მეექვსე სართულზე მოხდა
2 / 19
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დიდი ნგრევა გამოიწვია
3 / 19
ყველაზე მეტი ზიანი შენობის მეექვსე სართულს მიადგა
4 / 19
აფეთქების ტალღამ მინები ჩაუმსხვრია შენობას, ასევე მეზობლად მდებარე კორპუსს
5 / 19
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ, პოლიციის, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები
6 / 19
დაიწყო სასწრაფო ევაკუაცია კორპუსიდან, სადაც მოხდა აფეთქება და მეზობლად მდებარე სახლიდან
7 / 19
აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
8 / 19
აფეთქების ადგილზე სასწრაფოდ დაიწყო სამაშველო სამუშაოები
9 / 19
ტრაგედიის ადგილზე ათობით სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟი მივიდა
10 / 19
მაქსიმალურად ოპერატიულად მუშაობდნენ ადგილზე მისული ექიმებიც
11 / 19
უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი ტრაგედიის ადგილთან ახლოს, პოლიციის კორდონთან
12 / 19
ზოგიერთმა ადამიანმა შეძლო პოლიციის კორდონის გადაკვეთა და ტრაგედიის ადგილთან მიახლოება. ძირითადად ესენ იიყვნენ დაშავებულთა ახლობლები და ნათესავები
13 / 19
უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ გადაკეტა ყველა გზა, რომელიც ტრაგედიის ადგილისკენ მიდის
14 / 19
ფონზე ჩანს სახლი, სადაც მოხდა აფეთქება. ფოტოს წინა პლანზე კი თბილისის მერიისა და მთავრობის მაღალჩინოსნების ავტომობილები დგას, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე მალევე მივიდნენ
15 / 19
ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ვერ გაიგო რა მოხდა და თავად სურდათ გაეგოთ თუ რა მოხდა
16 / 19
აფეთქების შედეგად დაშავებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში
17 / 19
პოლიციამ გადაკეტა შენობისკენ მიმავალი გზები, ასევე მთავარი გზები და გზაჯვარედინები აფეთქების ადგილიდან ასი მეტრის რადიუსში
18 / 19
პოლიცია და მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ
19 / 19
აფეთქების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები, რომლებმაც აფეთქებამდე შენობის მდგომარეობა გადაამოწმეს და პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან