Sputnik-ის გადამღები ჯგუფი მივიდა ტრაგედიის ადგილზე დიდ დიღომში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
აფეთქება ცხრასაართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შემთხვევას შეეწირა ოთხი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის იყო ბავშვიც, შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, აფეთქების ტალღამ მეზობლად მდებარე კორპუსის მინებიც კი ჩაამსხვრია. მიმდინარეობს გამოძიება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.