მგალობლიშვილი: ჩინეთი, ტაილანდი, ტაივანი, კორეა, ჰონგ-კონგი ითხოვენ ნინი შერმადინს

სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა ეკატერინე მგალობლიშვილმა „Sputnik–საქართველოს“ მკითხველს ექსკლუზიურად უამბო Mrs Planet 2018 – ნინი შერმადინის მისამართით არსებულ შემოთავაზებებზე.
Sputnik

„ჩინეთი, ტაილანდი, ტაივანი, კორეა, ჰონგ-კონგი ითხოვენ ნინი შერმადინს ფილმებისთვის, კლიპებისთვის, კონცერტებისთვის. მათ უნდათ, რომ მივცეთ ექსკლუზივი. რა თქმა უნდა, მე და ნინი ამ ყველაფერს ადვოკატთან ერთად განვიხილავთ, რადგან 30 ფურცელი ჩამოგვივიდა ნინის შესახებ შემოთავაზებები“, – აღნიშნა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

სამოდელო სააგენტოს დამფუძნებლის თქმით, ამფითეატრში, სადაც კონკურსის 90 მონაწილე გამოდიოდა, ნინი შერმადინმა ოთხი სიმღერა ისე იმღერა, რომ მუსიკა არ ესმოდა.