თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი რეიტინგში „ცხოვრების დონის ინდექსი 2019" მსოფლიოს 226 ქალაქს შორის 172-ე ადგილზე განთავსდა, მონაცემები კვლევითმა პორტალმა Numbeo-მ გამოაქვეყნა.
ასე რომ, საქართველომ საკუთარი პოზიციები 37 ერთეულით გაიუარესა. 2018 წლის ინდექსში თბილისი 135-ე ადგილზე იყო.
ამჯერად რეიტინგში საქართველოს მეზობლები არიან ინდური გურგაონი (171-ე ადგილი) და სანტიაგო (173-ე ადგილი, ჩილე).
საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან თბილისს თურქეთის სამმა ქალაქმა გაუსწრო - ბურსამ (90-ე ადგილი), იზმირმა (138-ე ადგილი) და ანკარამ (149-ე ადგილი).
საქართველო საუკეთესო ბიზნეს-გარემოს მხრივ ქვეყნების ექვსეულში შევიდა>>>
რაც შეეხება რუსეთს, ცხოვრების დონით საუკეთესო ნიჟნი ნოვგოროდი (109-ე ადგილი) აღმოჩნდა. სანქტ-პეტერბურგი რეიტინგის 182-ე ადგილზეა, მოსკოვი კი 191-ე ადგილზე აღმოჩნდა.
თბილისმა გაუსწრო აგრეთვე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს (197-ე ადგილი), თუმცა დაუთმო ერევანს (167-ე ადგილი).
ცხოვრების დონით საუკეთესო ქალაქების ხუთეულში შევიდა კანბერა (კანადა), ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), ამერიკული ქალაქი როლი, ადელაიდა (ავსტრალია) და ციურიხი (შვეიცარია).
რომს (იტალია) 180-ე, ჰონგ-კონგს (ჩინეთი) კი 196-ე ადგილი ერგო.
რეიტინგის აუტსაიდერები გახდნენ მანილა (ფილიპინები), პეკინი (ჩინეთი), დაკა (ბანგლადეში), ლაგოსი (ნიგერია) და კარაკასი (ვენესუელა).
Numbeo-ს ექსპერტებმა ქალაქების რეიტინგი ცხოვრების ხარისხის მიხდევით შეადგინეს, რომელიც რვა ინდექსს ეყრდნობოდა: მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ცხოვრების ღირებულება, ფასების თანაფარდობა მოსახლეობის შემოსავლებსა და უძრავ ქონებას შორის, სატრანსპორტო დატვირთულობა, გარემოს დაბინძურება, კლიმატი.
საქართველოს ქულები სხვადასხვა ინდექსებში
2018 წელი | 2019 წელი | |
ცხოვრების დონე | 117,54 | 117,95 |
მსყიდველობითი უნარი | 35,61 | 34,58 |
უსაფრთხოება | 80,19 | 80,24 |
ჯანდაცვა | 55,22 | 52,67 |
ცხოვრების ღირებულება | 29,73 | 28,47 |
ფასების თანაფარდობა მოსახლეობის შემოსავლებსა და უძრავ ქონებაზე
| 12,81 | 12,89 |
სატრანსპორტო დატვირთულობა | 39,60 | 39,09 |
გარემოს დაბინძურების დონე | 76,87 | 77,04 |
კლიმატი | 83,80 | 84,20 |