ეს წელი მსოფლიოს უმძაფრესი რალი-რეიდით დაიწყო, რომელიც პერუში იმართება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში "დაკარ-2019“-ის შთამბეჭდავი კადრები.
რალი-მარათონი "დაკარი" ადამიანისა და ტექნიკის ურთულესი ტესტია. წელს ცნობილი ღონისძიება მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება. მოტოციკლები, მანქანები, ბაგი, კვადროციკლები და სატვირთოები 5 000 კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან, რომელიც ლიმაში იწყება, გადის სამხრეთ პერუს და ფინიშისკენ კვლავ დედაქალაქს უბრუნდება.