რაჭაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

რეგიონში ამჟამად თოვლის საფარი დიდია, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. რაჭაში, კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგულ ახალგაზრდას მესამე დღეა ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის სამძებრო ღონისძიებები 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სამძებრო ოპერაციაში სამართალდამცველებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივებიც არიან ჩართული.