„სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. ვარ მინის მხატვრული დიზაინერი. აკადემიის დამთავრების შემდეგ დავაარსე ბრენდი „პავონე“. მინით ვქმნი სამკაულს, აქსესუარებს, სახლის დეკორაციებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ჰობი ჩემი საქმეა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, – ამბობს მარი მარკაროვა.
ხელოვანის განცხადებით, იმდენად უყვარს საკუთარი საქმე, რომ მთელი მისი დრო და ენერგია მინაზე მუშაობას ეთმობა.