ბრეგვაძე: გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია და აღარ ვარ „ელფი“, აღარ მაქვს გადმოწეული ყურები

ტელეწამყვანი და მსახიობი ბახვა ბრეგვაძე საუბრობს იმაზე, რატომ გადაწყვიტა გაეკეთებინა ყურების პლასტიკური ოპერაცია.
Sputnik

„ბავშვობიდან პატარა ელფი ვიყავი. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ უნდა გამოვიდე ელფის ასაკიდან. გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია და 40-წუთიანი მარტივი პროცედურის შედეგად აღარ მაქვს გადმოწეული ყურები. დიდი ყურები მე თვითონ არ მაწუხებდა, მაგრამ როცა დავდექი სცენაზე და მიმყავდა კონცერტები, განათების დროს მექმნებოდა პრობლემები“, – ამბობს ბახვა ბრეგვაძე.

მსახიობის თქმით, როცა განათებას ამონტაჟებდნენ, ჩრდილებს ვერ ასწორებდნენ, რადგან მისი ყურები ირეკლავდა შუქს, ეს კი პრობლემებს ქმნიდა.