ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე – დაიღუპა სამი ადამიანი

მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ტყიბულში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად სამი მამაკაცი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.