ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 იანვარს

ხუთშაბათს ცივი და ქარიანი ამინდია ნავარაუდევი
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 17 იანვარს ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ამ დღეს თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები შეიძლება თოვლმაც გაახაროს.

მზე 08:25 საათზე ამოვა და 17:57 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, დღისით კი ერთ გრადუსამდე აცივდება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, თუმცა, დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.