„აუცილებლად ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე, ყველა პრობლემურ თემაზე, რომელიც გუნდში არსებობს. სამწუხაროა ყველაფერი, რაც ხდება. პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ურთიერთობები გუნდის შიგნით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამშვიდნენ, დაწყნარდნენ“, - ამბობს კახა კალაძე.
მმართველ გუნდში დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ.