საქართველოს მთებიდან საფრანგეთში, ანუ გურიის თეატრი პარიზში

დარიუს მიიოს თეატრის მაყურებელი იხილავს სპექტაკლს „დაარქვი, რაც გინდა"
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის დრამატული თეატრის დასი პარიზში 14 იანვარს გამოვა, იუწყება საქართველოს საელჩო საფრანგეთში.

პარიზში ქართველი მსახიობები წარმოადგენენ სპექტაკლს სახელწოდებით „დაარქვი, რაც გინდა". წარმოდგენა დარიუს მიიოს თეატრის სცენაზე (Theater Darius Milhaud) ქართულ ენაზე, ფრანგული სუბტიტრებით გაიმართება.

ქართული თეატრის დღე თელავში აღინიშნება

დრამატურგ ოთარ ქათამაძის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა დავით წერეთელმა დადგა. მონაწილეობენ მსახიობები: ბაჩი ხუხუნაიშვილი, გურამ იმნაძე, ჯაბა მორჩილაძე, თამარ ლოჩოშვილი, დავით ასათიანი.

გურული მსახიობები საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და ასევე საფრანგეთის დედაქალაქში არსებული ქართული თეატრალური ასოციაციის TAM'ART სპეციალური მიწვევით გაემგზავრნენ.

სპექტაკლი ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაიწყება. საღამო ქართული თეატრის დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველ წელს საქართველოში 14 იანვარს აღინიშნება.