ოჯახური ძალადობა – მარნეულში დედამ შვილი დაჭრა

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დედაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მარნეულში დედამ შვილი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ მოხდა. 

ზემო თელეთში დედის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დედამ შვილს ჭრილობები ყელისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა.

დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დედა კი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დედაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.