Worid Rising Stars-ის სანახაობრივი დაჯილდოების ცერემონია თბილისში

Sputnik

თბილისში საერთაშორისო ჯილდოს World Rising Stars-ის გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები ღონისძიებიდან

World Rising Stars-ის პრემიის ლაურეატები გახდნენ მოდელები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, ოპერატორები და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკუთარ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიეს. მოდის სფეროს გაშუქებისათვის ჯილდო გადაეცა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს Sputnik. ეს სააგენტოსთვის უკვე მეორე ჯილდოა.

1 / 17
მოდის ინდუსტრიაში მიღწევებისათვის თბილისში World Rising Stars-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
2 / 17
ჯილდო მიიღეს მოდელებმა, დიზაინერებმა, მომღერლებმა, ფოტოგრაფებმა, ოპერატორებმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიეს. ფოტოზე - ჯილდო გადაეცემა მომღერალ მარკუს მეტრეველს
3 / 17
მოდის სფეროს გაშუქებისათვის ჯილდო გადაეცა საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს Sputnik-საქართველოს. ეს უკვე რიგით მეორე პერმიაა სააგენტოსთვის
4 / 17
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 130 სტუმარი ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან
5 / 17
დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა გამარჯვბებულია
6 / 17
"ღონისძიებისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში ჩამოსვლის სურვილს უფრო და უფრო მეტი ქვეყნიდან გამოთქვამენ. გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში საკმაოდ წარმატებული ხალხი გავიცანით, ჩვენ მეგობრობის ხიდებს ვაგებთ ჩვენს ქვეყნებს შორის, რათა ურთიერთობები უფრო მყარი და მეგობრული იყოს", - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა მგალობლიშვილმა
7 / 17
პროექტი განსაკუთრებულ სტიმულს აძლევს პატარებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობენ ახალი წარმატებების მიღწევას, რათა კვლავ მოხვდნენ საუკეთესოთა სიაში
8 / 17
ამ მოვლენასთან დაკავშირებით დაჯილდოების ცერემონიაში ბევრი ბავშვი და მოზარდი მონაწილეობდა
9 / 17
პატარებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობები უჩვენეს
10 / 17
პოდიუმზე ასავე გამოდიოდნენ ცნობილი მოდელები და მოდის სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც ჯილდოები გადაეცათ
11 / 17
დაჯილდოებას ესწრებოდნენ მოდის სფეროს ექსპერტებიც, რომლებიც ყოველ წელს აკვირდებიან სიახლეებს და პროექტებს ამ სფეროში
12 / 17
ღონისძიება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars პირველად საქართველოში 2018 წლის 24-29 იანვარში გაიმართა და 15-ზე მეტი ქვეყნის სამოდელო კონკურსებისა და სილამაზის კონკურსების გამარჯვებულებს მოუყარა თავი
13 / 17
წელს ღონისძიების ფარგლებში მისი მონაწილეებისათვის დაგეგმილია უამრავი ტური და გასართობი ღონისძიება
14 / 17
ასევე გაიმართა საქველმოქმედო საღამო, მეგობრობის საღამო, ნიჭიერთა შოუ, ექსკურსიები, შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
15 / 17
მართლაც, ყოველწლიურად World Rising Stars-ი ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება
16 / 17
საზეიმო გარემოს შექმნაში საახალწლო დღეებმაც შეუწყო ხელი
17 / 17
წელს World Rising Stars-ის ფარგლებში გაიმართა საინტერესო მოდური შოუც, რომლის ფარგლებში დიზაინერებმა 12 ქვეყნიდან თბილისში საკუთარი კოლექციები წარმოადგინეს