თბილისში ავტომობილის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

დამნაშავემ ავტომობილის საქარე მინა დააზიანა და მანქანის სალონში შეღწევას ცდილობდა.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში 27 წლის მამაკაცი ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდაბნის რაიონში ცხენების ქურდობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ბრალდებული წარსულში ქურდობისთვის არის ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რვა იანვარს ვარკეთილში, სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების მიზნით, ავტომობილის საქარე მინა დააზიანა და მანქანის სალონში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-117-ე მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.