მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

რაც შეეხება ვლადიკავკაზიდან ლარსამდე გზის მონაკვეთს (რუსეთის ტერიტორია), აქ ტრაილერების მოძრაობა იქ კვლავ აკრძალულია
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ზემო ლარსი დღეს: მსუბუქი ავტომობილებისთვის გზა გაიხსნა

გავრცელებული ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

„მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიდგაბარიტიანი ტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო 8 იანვრიდან იყო აკრძალული.

რაც შეეხება ვლადიკავკაზიდან ლარსამდე გზის მონაკვეთს (რუსეთის ტერიტორია), ტრაილერების მოძრაობა იქ კვლავ აკრძალულია, იუწყება РИА Новости.