სოფო ნიჟარაძე: ახლაც მახსოვს ლესელიძის ქუჩა, სადაც მე და ის ვიდექით და ვლაპარაკობდით

სოფო ნიჟარაძე საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე და იხსენებს იმ დროს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
Sputnik

„ამ თემას პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე და ძალიან ვნანობ, რომ ეს ნაბიჯი მაშინ არ გადავდგი“- ამბობს სოფო ნიჟარაძე სატელევიზიო გადაცემაში.

სოფო ნიჟარაძე- მომღერალი, დაამთავრა მოსკოვის მუსიკალური აკადემია და რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია და რუსეთის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. იყო მოსკოვის ოპერეტის თეატრის სოლისტი. შეასრულა მთავარი პარტიები მიუზიკლებში: "რომეო და ჯულიეტა", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი", "ჩხიკვთა ქორწილი", "ჰელოუ, დოლი", "ვესტსაიდური ამბავი". არის მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი. მათ შორის ფესტივალებისა: "ბრავო ბარვისიმო"(იტალია), "ბროლის ნოტი"(რუსეთი), "ახალი ტალღა"(ლატვია). 2010 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე. ესტრადის მომღერალი.