„მთელი ჩემი ენერგია, დრო „იკას პრემიისკენ“ არის მიმართული. გულწრფელად გეტყვით, ძალიან ცოტას ვფიქრობ იკაზე. ღამე რომ მძინავს უცბად თავს წამოვწევ და მახსენდება ის დღეები, როცა რაღაც ცუდად ვუთხარი, გავუბრაზდი, შენიშვნა მივეცი და დანაშაულის გრძნობა მიჩნდება“, ამბობს კაკულია.
მსახიობის თქმით, არასოდეს უჩუქებია ძმისთვის დაბადების დღეზე საჩუქარი, ამიტომ გადაწყვიტა „იკას პრემია“ დაეწესებინა, რომელსაც ახალგაზრდა მსახიობებს გადასცემს. ეს იქნება ძმისთვის მიძღვნილი საჩუქარი, მისი სულის უკვდავსაყოფად.