„გრიპი არ მაქვს“ - საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტები დაამშვიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე აცემინებდა და ახველებდა
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილმა თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის რანგში რამდენიმეჯერ დააცემინა და დაახველა, შემდეგ კი ჟურნალისტებს ღიმილით განუცხადა, რომ გრიპით ავად არ არის.

საქართველოში H1N1 მძვინვარებს: „ტამიფლუს" მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ >>

საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1 მძვინვარებს. ვირუსის გართულების გამო უკვე 15 ადამიანი დაიღუპა. 10 იანვრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადებულთა ჰოსპიტალიზების რაოდენობა გაიზარდა - დაახლოებით 845 ადამიანი. ლაბორატორიულმა კვლევამ 158 შემთხვევაში „ღორის გრიპი" დაადასტურა.

„გრიპი არ მაქვს“, - განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

პრესკონფერენცია ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ახალ სასახლეში გაიმართა. ზურაბიშვილის განცხადებით, იქ რემონტი ჯერ კიდევ გრძელდება.