რუსთავში ავტომობილი დაიწვა

დამწვარია „მერსედესის“ მარკის ავტომობილი
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს დილით მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა მანქანა გაჩერებული იყო. მანქანაში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველოს ეკიპაჟები.