უვიზო რეჟიმი პანაცეა არ არის - საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს ევროკავშირში

ევროკავშირის ქვეყნებში 2018 წლის დეკემბერში საქართველოს 241 მოქალაქე ვერ შევიდა
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. შენგენის ზონის ქვეყნებს 2018 წლის დეკემბერში საქართველოს 34,7 ათასზე მეტი მოქალაქე ეწვია, ხოლო 241-ს შესვლაზე უარი განუცხადეს. ამაზე მეტყველებს საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემები.

ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები სტუმრობდნენ გერმანიას - 7,9 ათასზე მეტი ადამიანი. ქვეყნების სამეულშია ასევე იტალია და საბერძნეთი.

რომელ ქვეყნებს ესტუმრნენ საქართველოს მოქალაქეები:

ქვეყნებიმოქალაქეების რაოდენობარამდენს უთხრეს უარი
გერმანია791416
იტალია403945
პოლონეთი367924
საბერძნეთი347416

საფრანგეთი

292326
ესპანეთი265833
ავსტრია24252
ჩეხეთი15983
უნგრეთი136118
კვიპროსი83834

ყველაზე ნაკლებად ქართველები სტუმრობდნენ ისლანდიას - დეკემბერში ამ ქვეყანაში მხოლოდ ხუთი ქართველი იმყოფებოდა, ხოლო ერთი - არ შეუშვეს.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.