ჭიათურაში 29 წლის მამაკაცი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა

სოფელ შუქრუთის მკვიდრი, 29 წლის ანატოლი სილიშიკი სახლიდან 27 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი - Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა,  ახალგაზრდა მამაკაცს  ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სოფელ შუქრუთის მკვიდრი, 29 წლის ანატოლი სილიშიკი სახლიდან 27 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

დაკარგულის ტანსაცმელი მეზობლის ეზოში იპოვეს. გაუჩინარებულ ახალგაზრდას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ ადგილობრივები, რომლებსაც ვერსიებზე საუბარი უჭირთ.

„თავიდან გვეგონა, იმ დონეზე დათვრა, რომ სადმე გაითიშა და ჩაეძინა, ან ნადირმა შეჭამა... მთელი ტყე დავათვალიერეთ, ყველგან ვიყავით, სადაც ვიფირეთ, რომ მოხვდებოდა, მაგრამ არსად არაფერი არ ჩანს, არც სისხლის კვალი და არც სხვა არაფერი“ , — განუცხადა ტელეკომპანიას ადგილობრივმა გიორგი ოსეფაშვილმა.

ანატოლი სილიშიკის ძებნის საქმეში ჩართულია პოლიციაც და ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს