თბილისში დიზაინერებმა 12 ქვეყნიდან საკუთარი კოლექციები წარმოადგინეს

Sputnik

თბილისში საერთაშორისო ჯილდოს International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars გადაცემისთვის ცერემონიისთვის ემზადებიან. პროექტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში გაიმართა ფეშენ-შოუ, რომელშიც 12 ქვეყნის დიზაინერებმა მიიღეს მონაწილეობა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, რომელი კოლექციები უჩვენეს დიზაინერებმა

თბილისში 10-11 იანვარს რიგით მეორეჯერ გაიმართება ღონისძიება "International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars", რომელიც თავს მოუყრის სხვადასხვა ქვეყნების ყველაზე ნიჭერ, ლამაზ და წარმატებულ ადამიანებს მოდის სამყაროდან. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოში 130 სტუმარი ჩამოვიდა ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, თათრეთიდან, მონღოლეთიდან, უკრაინიდან, ალბანეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ღონისძიებაზე 10 იანვარს სასტუმროში Biltmore Hotel Tbilisi 12 ქვეყნის დიზაინერებმა საკუთარი კოლექციები უჩვენეს.

"World Rising Stars"-ის საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო. წელს ღონისძიების ორგანიზატორებმა და Sputnik-საქართველომ გადაწყვიტეს ქველმოქმედებაში საკუთარი წვლილი შეეტანათ, ამიტომ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები არ იყიდება, სტუმრები, რომლებიც მოსაწვევებს მიიღებენ, სიმბოლურ შემოწირულობას გაიღებენ. ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა მზრუნველობა მოკლებულ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს გადაერიცხებათ.

1 / 17
11 იანვარს თბილისში საერთაშორისო ჯილდოს International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars გადაცემის ცერემონია ჩატარდა
2 / 17
ცერემონიის ფარგლებში თბილისში საზეიმო საღამო გაიმართა მოდის ჩვენებით, რომელიც სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამფუძნებელმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა მგალიბლიშვილმა გახსნა
3 / 17
World Rising Stars-ში მონაწილეობისათვის თბილისში 130 სტუმარი ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნებიდან
4 / 17
ჩვენებაზე საკუთარი კოლექციები წარმოადგინა 12-მა დიზაინერმა
5 / 17
დიზაინერებმა მამაკაცის სამოსიც უჩვენეს
6 / 17
ჩვენების ერთ-ერთი მონაწილე იყო ქართველი მოდელი ნინი გრძელიშვილი
7 / 17
საკუთარი კოლექცია უჩვენა ქართველმა დიზაინერმა ლუკა თიგიშვილმა
8 / 17
ლუკა თიგიშვილმა წარმოადგინა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის კოლექცია
9 / 17
საღამოს სტუმრების წინაშე წარსდგა მომღერალი ნინი შერმადინი
10 / 17
მონღლმა მოდელმა ჩვენებაზე მუცლის ცეკვა შეასრულა
11 / 17
სამოსის საბავშვო ხაზი წარმოადგინა რუმინულმა ბრენდმა Two kids
12 / 17
ჩვენების ფარგლებში პოდიუმზე გამოვიდნენ არა მხოლოდ პროფესიონალი მოდელები, არამედ ბავშვებიც
13 / 17
პატარა მოდელები პროფესიონალებივით პოზიორობდნენ
14 / 17
ყურადღებას ყველაზე მეტად იქცევდნენ პროექტის პატარა მონაწილეები, რომლებიც ღონისძიების სტუმრებს ჰაეროვან კოცნას უგზავნიდნენ
15 / 17
პატარა მოდელებმა, სამოსის ჩვენების გარდა, იმღერეს კიდეც
16 / 17
საღამოზე ორიგინალური ცეკვით წარსდგა ქართველი მოცეკვავე ქრისტუნე კაპანაძე
17 / 17
"World Rising Stars"-ის საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო. წელს ღონისძიების ორგანიზატორებმა და Sputnik-საქართველომ გადაწყვიტეს ქველმოქმედებაში საკუთარი წვლილი შეეტანათ და მზრუნველობა მოკლებული და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის შემოწირულობის სახით თანხა შეაგროვა