ტატიშვილი: დიეტისთვის ყველაზე მთავარი ნებისყოფაა

ექიმი და მსახიობი ოთარ ტატიშვილი საუბრობს, თუ როგორ დაიკლო 42 კილოგრამი.
Sputnik

„თუკი ადამიანს არ აქვს მართლა სერიოზული ენდოკრინოლოგიური პრობლემა და არ საჭიროებს ექიმის ჩარევას, მაშინ ყველაფერი იწყება ნებისყოფით. მე შევძელი და ერთი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველგან - წვეულებაზე, დაბადების დღეებზე, ახალ წელს, აღდგომას, მივდიოდი საკუთარი კონტეინერით. თავიდან დავიწყე ცილების დიეტით, ორი თვის განმავლობაში გავაკეთე ცილების დიეტა, შემდეგ აქტიურად დავიწყე ცურვა“, -ამბობს  ოთარ ტატიშვილი.

ექიმის თქმით, ცილების დიეტის შემდეგ გადავიდა შერეულ კვებაზე, მაგალითად, ერთ დღეს თუ  ჭამს მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს და  არავითარ შემთხვევაში არ ურევს ცილას, მეორე დღეს ჭამს მხოლოდ ცილებს.