დვალი: იტალიაში გათხოვების შემდეგ ყველაფერს ორს შევეჩვიე

იტალიაში მოღვაწე ქართველი სოპრანო თეონა დვალი საკუთარ ოჯახზე და ტრადიციებზე საუბრობს.
Sputnik

„მეუღლეს ვუთხარი, რადგან ორ შობას აღვნიშნავთ,  ერთი იტალიაში, შენს ოჯახთან ერთად აღვნიშნოთ, მეორე კი აუცილებლად საქართველოში. ძალიან მომწონს ეს ორ-ორი ამბავი, მივეჩვიე ყველაფერს ორს. ქორწილიც ერთი იტალიაში გადავიხადეთ, მეორე საქართველოში. მეუღლეს ვუთხარი, სხვა გზა არა გაქვს, თავიდანვე მიეჩვიე მაგ აზრს, რომ ყველაფერი ორი გექნება“, -ამბობს თეონა დვალი.

 მომღერლის თქმით, მისმა იტალიელმა მეუღლემ ქართული წერა-კითხვა იცის და ქორწილშიც ქართული სიმღერა იმღერა.